The site is being updated.

contact mp icon Question To: Roman Gotsiridze

თეიმურაზი 06 June 2018

რატომ აქვს სესხის ხელშეკრულებას ხანდაზმულობა და რატომ არ მოქმედებს ვალის დაფარვამდე ვალდებულია თუ არა პარლამენტი,რომ
გამოოასწოროს ეს საკანონმდებლო ლაფსუსი

ბატონო თეიმურაზ,

ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად არის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც, პირს სხვა პირის მიმართ ეკარგება მოთხოვნის უფლება.
ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ანუ როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა. თუ ვალდებულების შესრულებიდან გასულია 3 წელი, სესხი უკვე ხანდაზმულია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც
ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
თუ შეიძლება უფრო დეტალურად მოგვწეროთ თქვენი ხედვა, რა ნაწილში ხედავთ კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებას.

My Parliament

Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.