მიმდინარეობს საიტის განახლება.

ბიუროს 154-ე სხდომა

30 აპრილი 2018

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატიტივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც როგორც ინიციატორები უთითებენ განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ ცვლილებებით:

  • საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ სასამართლომ, ნაცვლად შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობისა, აუცილებელია განიხილოს ზეპირი მოსმენით 5 დღის განმავლობაში

  • ცვლილება ასევე ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას  (იმ შემთხვევაში როდესაც საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით) გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა,  მხოლოდ იმ ღირებულების ფარგლებში, რომელიც მოიცავს მითითებული წინაპირობით გათვალისწინებულ აქტივებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება.  გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მოიყვანოს შესაბამისობაში გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან, ამ უკანასკნელის ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად).

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15511

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ე. ბესელიას და გ. ფოფხაძის ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტში და ნდობის ჯგუფის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიდან, კერძოდ ცვლილებების შესაბამისად:

  • რეგლამენტში გაიწერება ინსპექტორის არჩევის, უფლებამოსილების შეწყვეტის, ანგარიშის წარდგენის საკითხები: ინსპექტორი აირჩევა 6 წლის ვადით, ყოველწლიურად არაუგვიანეს 31 მარტისა წარადგენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

  • სპეციალური კანონით და რეგლამენტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს, შესაბამისი ცვლილება შედის ასევე ნდობის ჯგუფის შესახებ კანონშიც.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15513

3. ბიუროზე დარეგისტრირდა სოციალური მუშაობის შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომლის შესაბამისად:

  • იქმნება სსიპ  სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, სადაც სავალდებულოა გაერთიანება სოც. მუშაკებისთვის, რისთვისაც მათ უნდა გადაიხადონ საწევრო. საწევროს  ოდენობას და გადახდის პერიოდულობას დაადგენს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

  • განისაზღრება სოც. მუშაკის უფლებამოსილება და საქმიანობის პრინციპები

  • ინიციატივა ადგენს დარგობრივ კომპეტენციას სოციალური მუშაკებისთვის. განისაზღვრება სოცალური მუშაობის სფეროში სამინისტროების, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები.

  • განისაზღვრება მოთხოვნები სოციალურ მუშაკთან მიმართებაში

  • შემოდის სოციალური მუშაკის სერტიფიცირების სისტემა

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15514

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით