მიმდინარეობს საიტის განახლება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გამართა

08 დეკემბერი 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, პარლამენტის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების წარმომადგენლებისათვის 6 დეკემბერს  ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის თემები - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები და საპარლამენტო კონტროლი - თავად ბიუროების წარმომადგენელთა სურვილისამებრ შეირჩა.


პროექტის მენეჯერმა ლიკა საჯაიამ ტრენინგის მონაწილეებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება წარმოადგენს. მათ შორის, სპეციალური თავი ეძღვნება პარლამენტის მაჟორიტარი წევრის საქმიანობას, რომლის შეფასება კონკრეტული კრიტერიუმებით ხდება, მაჟორიტარი დეპუტატის აქტივობას კი დიდწილად მისი ბიუროს წევრების გამართული საქმიანობა განაპირობებს. მისივე შეფასებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების აქტიურობაზე ბევრადაა დამოკიდებული თუნდაც ის, თუ რამდენად ეფექტურად განახორციელებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლს.

ტრენინგის მონაწილეებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ ესაუბრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე, საპარლამენტო კონტროლზე - ლიკა საჯაია, ხოლო მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის შეფასების თემაზე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი თამარ ტატანაშვილი.

ანალოგიური ღონისძიება ასევე გაიმართ ააღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრები ბიუროების წარმომადგენლებისათვის მიმდინარე წლის აპრილში.

ტრენინგი შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

1256

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით