მიმდინარეობს საიტის განახლება.

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ინიციატივა წარედგინა პარლამენტს

07 მაისი 2018

ბიუროს 158-ე სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირდა ახალი კანონის პროექტი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ (ასევე თანმდევ 27 კანონში ცვლილებების პროექტი), რომლითაც ძალადაკარგულად ცხადდება მოქმედი კანონი იგიგვე დასახელებით.  ახალი კანონის პროექტის შესაბამისად:

  • უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსაუხრის სტატუსი - პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეც. დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, კოორდინაციას გაუწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას

  • საგანგებო სიტუაცეიბზე რეაგირების დახმარების მიზნით იქმნება მოხალისეთა სისტემა. ასეთად ჩაითვლება პირი, რომელიც დარეგისტრირებული იქნება მოხალისეთა ეროვნულ სიაში. მასთან გაფორმდება ხელშეკრულება და ხარჯები აუნაზღაურდება. პირი, რომელიც არ იქნება ამ სიაში საგანგებო სიტუაციების დროს დაიშვება მხოლოდ დამხმარე ფუნქციების შესასრულებად

  • არსებითად იცვლება ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის მართვა. ინციდენტი და საგანგებო სიტუაცია წარმოქნის ხასიათიდან გამომდინარე იყოფა ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით (ტექნოგენური) გამოწვეულ ინციდენტებად/საგანგებო სიტუაციებად, კლასიფიკაციის წესს ადგენს მთავრობა.

  • ახლებურად რეგულირდება საგანგებო სიტუაციების კატეგროიები: ადგილობრივი მნიშვნელობის და ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა

  • საგანგებო სიტუაციების პრევენციის და რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მათვის სამსახურში იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბანკი

  • მცირდება სახანძრო დაცვის სახეობებები 5-ის ნაცვლად იქნება 3 (სახელმწიფო, საუწყებო, კერძო)

  • სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა ნაგებობებად განისაზღვრება საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, დასვენების სახლები, კემპინგის და რესტორონების შენობა-ნაგებობები, ასევე თბო და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები მათი ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებადი ნივთიერებისა და მასალების ხანძარაფეთქებასაშიშროების გათვალისწინებით

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცალკეული ფუნქციების შესასრულებალდ იქმნება სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო

  • იზრდება ჯარიმების რაოდენობა უსაფრთხოების მოთხოვნების დაუცველობისას, ასევე ემატება ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა ახალი შემადგენლობები

ინიციატივები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15564

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსება მოხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2 %-ის ფარგლებში. ამ ცვლილების მიზეზი ინიციატორის მითითბით არის თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაფინანსების ხელშეწყობა.

  • მთავრობა 2018-2019 წლის ჩათვლით (ნაცვლად 2017-2018 წლებისა, გადაიწია 1 წლით) დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ და ნაწილობრივი ოდენობებებს.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/1556

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან „წიაღის შესახებ"  კანონით რეგულირებად სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში 3500 ლარით.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15560

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით